კილიან მბაპე კვლავინდებურად აგრძელებს ვარჯიშს „პარი სენ-ჟერმენის“ „არასასურველი“ მოთამაშეების ჯგუფში.
როგორც გაზეთი Le Parisien-ი წერს, მბაპე ასეთ რეჟიმში, მინიმუმ, მომავალი კვირის ბოლომდე იმუშავებს.
აღნიშნავენ, რომ მბაპეს კვლავინდებურად სურს „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენა კონტრაქტის ბოლომდე, ანუ 2024 წლის ზაფხულამდე. პსჟ და მისი პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი კი კვლავინდებურად ითხოვენ მბაპეს გაყიდვას, თუ ის არ დათანხმდება კონტრაქტის გაგრძელებას და მზად არიან, ფორვარდი ძირითადიი შემადგენლობის მიღმა დატოვონ, თუ აზრს არ შეიცვლის. ამ მომენტისთვის მხარეები კატეგორიულად არ ცვლიან საკუთარ პოზიციას.
გამოცემა RMC Sport-ი ადასტურებს, რომ მბაპე ძირითადი გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშებს. მისი მონაწილეობა ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩში „ლორიანის“ წინააღმდეგ ნაკლებად სავარაუდოა. შეხვედრა 12 აგვისტოს გაიმართება.