მბაპე ჰაკიმის პსჟ-ის მატჩის შესვენებისას - ბოდიში საკმარისი არ არის, უკეთესი პასები უნდა მომცე #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ თანაგუნდელი აშრაფ ჰაკიმი გააკრიტიკა პარიზული კლუბის ერთ-ერთი მატჩის შესვენებაზე.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც „პარკ დე პრენსის“ სტადიონის გვირაბში არის გადაღებული. სავარაუდოდ, ფეხბურთელები განიხილავენ სათამაშო ეპიზოდს, რომელშიც ჰაკიმიმ პასი არ მისცა მბაპეს.
მბაპე ეუბნება ჰაკიმის: „გეფიცები. უბრალოდ, ვიდეო ნახე“.
ჰაკიმი პასუხობს: „ბოდიში, თუ ასე მოხდა“,
მბაპე ამბობს: „ბოდიში საკმარისი არ არის, უბრალოდ, წესიერი პასები მომეცი“.
ეს დიალოგი ამ სეზონზე „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი საშინაო მატჩის დროს შედგა.