მბაპე ევრო 2020-ის მოგებას და ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
მბაპე ევრო 2020-ის მოგებას და ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ განიხილავს 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას.

„უნდა მოვიგო ევრო 2020 საფრანგეთის ნაკრებთან ერთად. ასევე ძალიან მინდა ვითამაშო მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე“, – მოჰყავს მბაპეს სიტყვები „ეკიპს“.

ევრო 2020 გაიმართება 12 ივნისიდან 12 ივლისამდე. ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარების თარიღია – 24 ივლისი-9 აგვისტო.

მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.