მბაპე და ასენსიო - 2017 წლის აღმოჩენათა სიმბოლურში მოხვდნენ
მბაპე და ასენსიო - 2017 წლის აღმოჩენათა სიმბოლურში მოხვდნენ

უეფამ შეადგინა 2017 წლის სიმბოლური ნაკრები იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც გასულ კალენდარულ წელს ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენებად მოინათლნენ. ამ გუნდში მოხვედრილი ყველა ფეხბურთელის ასაკი 24 წელზე ნაკლებია.

2017 წლის ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენათა ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე – ედერსონი (“მანჩესტერ სიტი”);
მცველები – ნელსონ სემედუ (“ბარსელონა”), დავინსონ სანჩესი (“ტოტენჰემი”), ნიკლას ზიულე (“ბაიერნი”), კირან ტირნი (“სელტიკი“);
ნახევარმცველები – ჰარი უინქსი (“ტოტენჰემი”), ტალისკა (“ბეშიქთაში”), მარკო ასენსიო (“რეალი”);
ფორვარდები – კილიან მბაპე (პსჟ), ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი“), დიმიტრი ობერლენი (“ბაზელი”).