მაურიციო სარი - უაზრობაა ვარიანტების გათვლა, უბრალოდ უნდა გახვიდე და გაიმარჯვო
მაურიციო სარი - უაზრობაა ვარიანტების გათვლა, უბრალოდ უნდა გახვიდე და გაიმარჯვო

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ იტალიის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად საკუთარი გუნდის პერსპექტივასა და სტრატეგიაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ სერია-ა-ს სატურნირო ცხრილს სწორედ „იუვენტუსი“ ლიდერობს.

„ვიცით, რომ ოთხი ქულა ჩემპიონობის გარანტიაა, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს Football Italia. – მე მირჩევნია მოვლენებს არა მათემატიკური გათვლებით, არამედ სპორტული ჟინით მივუდგე.

უაზრობაა, ვარიანტების გათვლა – მოიგებენ ჩვენი კონკურენტები, ფრეს ითამაშებენ თუ დამარცხდებიან. უბრალოდ მოედანზე უნდა გახვიდე და მოსაგებად ითამაშო. ახლა „უდინეზესთან“ მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ“.

უდინეზე – იუვენტუსის შეხვედრა ხვალ, 23 ივლისს გაიმართება.