მაურიციო სარი - რონალდოსთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს
მაურიციო სარი - რონალდოსთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდოსთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩისთვის მოედანზე გასასვლელად მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ „მილანის“ წინააღმდეგ იტალიის ჩემპიონატის მატჩის მიმდინარეობისას, სარიმ რონალდო 55-ე წუთზე შეცვალა, რის გამოც პორტუგალიელმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება და პირდაპირ გასახდელისკენ გაეშურა.

„თუ ფეხბურთელი, რომელსაც ამდენი რამ აქვს მოგებული, ისევ ბრაზდება შეცვლის გამო, ეს ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ უდიდესი მოტივაცია აქვს“, – თქვა სარიმ.

„იუვენტუსმა“ უკვე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება, რონალდომ კი პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაშიც ითამაშა, სადაც თავისი 99-ე გოლი გაიტანა და ირანელი ალი დაეის რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა.