კრიშტიანუ რონალდუ - ალი დაეის რეკორდს აუცილებლად დავამხობ
კრიშტიანუ რონალდუ - ალი დაეის რეკორდს აუცილებლად დავამხობ

კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც უკვე 99 სანაკრებო გოლი დაუგროვდა, აცხადებს, რომ ძალიან მალე დაამხობს ირანელი ალი დაეის რეკორდს. პორტუგალიელი ფეხბურთელი სულ რაღაც 10 გოლით ჩამორჩება დაეის, რომელსაც ირანის ეროვნული გუნდის მაისურით მეტოქის კარი 109-ჯერ აქვს დალაშქრული.

„ყველა რეკორდი ოდესღაც უნდა დაემხოს და მე აუცილებლად დავამხობ ამ რეკორდს“, – ამბობს რონალდუ.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ მატჩში კრიშტიანუმ ოთხი გოლი გაიტანა: ჯერ ჰეთ-თრიკი შეასრულა ლიტვის წინააღმდეგ მატჩში (6:0), შემდეგ კი ლუქსემბურგს გაუტანა ერთი გოლი (2:0).

გოლების რაოდენობის გაზრდის შანსი რონალდუს მომავალი წლის მარტში მიეცემა. მას ერთი გოლი დარჩა, რათა ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდეს, რომელსაც 100 სანაკრებო გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია ასევე, რომ ნაკრების მაისურით მას ცხრა ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული.