მათიო ბასტარო კარიერას აშშ-ში აგრძელებს
მათიო ბასტარო კარიერას აშშ-ში აგრძელებს

ფრანგი ვარსკვლავი მათიო ბასტარო სათამაშოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში გადავა.

30 წლის შუამარბი „ტულონს“ „ტოპ 14“-ის სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს, აშშ-ში ერთ წელს გაატარებს, შემდეგ კი კვლავ საფრანგეთს დაუბრუნდება.

„გადავწყვიტე მსოფლიო თასის შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდე. ცვლილება მჭირდება. ჩემი ოჯახისა და ცხოვრებისეული გამოცდილების კუთხით, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ბასტარომკანალ პლუსთან“ (Canal +) საუბრისას.

ხელშეკრულება „ტულონის“ მფლობელ მურად ბუჯელალსა და ნიუ-იორკის ფრანგ მფლობელ პიერ არნალდს შორის უკვე გაფორმებულია.

ბასტარო ერთ-ერთია იმ ვარსკვლავთაგან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს კარიერას. მას შემოთავაზება „ზე რაგბის“ სამხრეთაფრიკული გუნდისგანაც („შარქსი“) ჰქონდა.

120-კილოგრამიანი შუამარბი „ტულონში“ 2011 წლიდან თამაშობს.