მატეუშ მორავიეცკი – საქართველოს მთავრობას შევთავაზეთ სააკაშვილის პოლონეთში მკურნალობა, თუ საქართველოს სურს, ჰქონდეს დადებითი პასუხის იმედი ევროპულ მისწრაფებებზე, მიმართვას სერიოზულად უნდა მიუდგეს
Bruksela, Belgia, 11.12.2020. Premier RP Mateusz Morawiecki podczas konferencji prasowej w drugim dniu unijnego szczytu w Brukseli, 11 bm. Dzieñ wczeniej, na szczycie UE dosz³o do porozumienia przywódców unijnych ws. bud¿etu UE i funduszu odbudowy. Na mocy tego porozumienia uruchomiony zostanie kolejny wieloletni bud¿et UE na lata 2021-2027 oraz fundusz odbudowy wart 750 mld euro. (rp/awol) PAP/Radek Pietruszka
ვარშავა საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანას სთავაზობს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მორავიეცკიმ აღნიშნა, ამ საკითხზე არაერთი ქვეყნის ლიდერს ესაუბრა.
„პოლონეთმა შესთავაზა საქართველოს მთავრობას – და მე ამის შესახებ ბევრ პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე – რომ მიხეილ სააკაშვილმა შეძლოს პოლონეთში მკურნალობა. ჩვენ, უბრალოდ, გვეშინია, რომ საქართველოში მას შეიძლება, ყველაფერი უარესი დაემართოს. თუ საქართველოს სურს, ჰქონდეს დადებითი პასუხის იმედი თავის ევროპულ მისწრაფებებზე, მაშინ ის სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ მიმართვას, რომელსაც საგარეო სამსახურები უკვე აყალიბებენ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.