მიუნხენის „ბაიერნისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალური მცველი მატეის დე ლიგტი ამ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავა.
როგორც გამოცემა The Athletic-ი იტყობინება, მხარეებმა შეათანხმეს გარიგება და ინგლისური კლუბი 24 წლის ფეხბურთელში 45 მილიონ ევროს გადაიხდის.
დე ლიგტი უახლოეს დღეებში გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის შემდეგაც „იუნაიტედთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
2023-24 წლების სეზონში დე ლიგტმა ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.