მატეის დე ლიგტი „ბაიერნში“ თავისი მდგომარეობით გაღიზიანებულია #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების მცველის მატეის დე ლიგტის უკმაყოფილება „ბაიერნში“ მის მდგომარეობასთან დაკავშირებით იზრდება.
როგორც გაზეთი Bild წერს, დე ლიგტს სულ უფრო მეტად აღიზიანებს ის, რომ ვერ ხვდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში.
ახალ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ის მხოლოდ გერმანიის სუპერთასზე იყო, ბუნდესლიგაში ოთხჯერ შევიდა შეცვლაზე, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ერთი წუთით არ უთამაშია.
როგორც ირკვევა, ნიდერლანდელი შეეცადა სწრაფად დაეტოვებინა სტადიონი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის შემდეგ და არანაირი კომენტარი არ მისცა, არადა, ჩვეულებრივ, კეთილგანწყობილია ჟურნალისტების მიმართ.