მატჩები გადაიდო - ლიგა 2-ის ტურში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართება #1TVSPORT
მატჩები გადაიდო - ლიგა 2-ის ტურში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართება #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში, 13 და 14 მარტს გასამართი ოთხი შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო – ინფორმაციას ეროვნული ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის მატჩები უამინდობის გამო გადაიდო. გაზაფხულზე მოსული თოვლის ნალექის შედეგად, 13 მარტს დაგეგმილი თამაში თბილისის „შევარდენი 1906“-სა და ზუგდიდის „დინამოს“ შორის, რომელიც კასპის ცენტრალურ სტადიონზე უნდა გამართულიყო, გადაიდო.

გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ვიტ ჯორჯიასა“ და „სპაერის“ მატჩიც დიდთოვლობის გამო ვერ გაიმართა. ასევე გადაიდო თამაშები მესამე ტურის კიდევ ორ მატჩში, რომელიც 14 მარტს იყო დაგეგმილი – საგარეჯოს „გარეჯი“-„რუსთავი“ და თბილისის და მარტვილის „მერანის“ დაპირისპირება.

აღნიშნულ გუნდებს შორის მესამე ტურის გადადებული თამაშები როდის გაიმართება, ეროვნული ლიგის ვებგვერდზე არ იყო დაკონკრეტებული. ინფორმაცია ზუგდიდის „დინამომ“ გაავრცელა, რომ ეს შეხვედრები 25 მარტს გაიმართება.

ანალოგიური მიზეზით ეროვნულ ლიგაში 9 მარტს დაგეგმილი „თელავი“-„სამგურალის“ მატჩი გადაიდო, ხოლო 13 მარტს – „ტორპედო“-„ლოკომოტივი“. ლიგა 2-ში მესამე ტურის ერთადერთი მატჩი, 14 მარტს სამტრედიაშია ჩანიშნული, სადაც ადგილობრივი „სამტრედია“ გათამაშების ლიდერს – ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს.