ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული და-ძმის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული და-ძმის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული და-ძმის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ პირველ არხს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა გიორგი ხუციშვილმა განუცხადა.

„10 წლის გოგონას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ქალის მოტეხილობა, ხუთი წლის ბიჭს კი, ჰემატომა თავის ტვინში. ოპერაციული ჩარევა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა“, – განაცხადა პირველ არხთან გიორგი ხუციშვილმა.

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი გუშინ დაეჯახა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტს თვითმხილველებმა განუცხადეს, და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა. მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.