მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო სპორტის მასწავლებელი გამოავლინა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2019 წლის საუკეთესო სპორტის მასწავლებლად ქარელის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ზურაბ ჯუშოშვილი გახდა, რომელსაც ფულადი ჯილდო, პლანშეტი და ტიხრული მინანქრის სპეციალური გულსაბნევი გადაეცა.

ინიციატივა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის. ცენტრმა 2019 წელს საუკეთესო მასწავლებელი ყველა საგანში გამოავლინა.