„მასტერშეფი“ - ონლაინ სივრცეში ყველაზე რეიტინგული შოუ საქართველოში
„მასტერშეფი“ - ონლაინ სივრცეში ყველაზე რეიტინგული შოუ საქართველოში

„მასტერშეფის“ მესამე სეზონი 24 მაისს დაიწყო და სოციალურ ქსელებში მას უპრეცედენტოდ ბევრი ნახვა დაუგროვდა.

მასტერშეფი

„მასტერშეფი“ – 24 მაისიდან, ყოველ კვირას, 22:00

პირველ ეპიზოდს ფეისბუქ-ლაივის რეჟიმში ერთდროულად 25 ათასამდე მაყურებელმა უყურა, ასევე მაღალი იყო მეორე ეპიზოდის ნახვების ოდენობაც – ერთდროულად 22 ათასზე მეტი ნახვა.

„მასტერშეფი“ ასევე ყველაზე რეიტინგულია იუთუბზეც – მიმდინარე კვირის ყველაზე პოპულარული იუთუბ-ვიდეოების ხუთეულში სამ ადგილს – პირველ, მეორე და მეხუთეს, სწორედ „მასტერშეფის“ ვიდეოები იკავებს.

ყველაზე ტრენდული ვიდეოების პირველ ადგილზეა კასტინგის მეორე დღე და საუკეთესო თორმეტეულის შერჩევა, მეორე ადგილზე კი ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუს მესამე სეზონის პირველი ეპიზოდი.

იუთუბის ამავე რეიტინგში მეხუთე ადგილზე „მასტერშეფის“ ის ეპიზოდი გავიდა, სადაც  ჟიურის წინაშე მეჯალამბრე და იუთუბერი ჯენგო წარდგა.

ბოლო 10 დღის განმავლობაში „მასტერშეფის“ იუთუბ-არხზე ვიდეობის ნახვების რაოდენობა 3 მილიონს უახლოვდება.