„მასტერშეფი“ - ლიდერი ქართულ ონლაინსივრცეში

საქართველოს პირველ არხზე კულინარიული მეგაშოუ „მასტერშეფის“ ფინალმა ონლაინსივრცეში უპრეცედენტოდ მაღალი ინტერესი გამოიწვია – პირველად ქართული ციფრული მედიის ისტორიაში, ერთდროული ნახვების ოდენობამ 68 ათასს გადააჭარბა (მონაცემებში არ შედის სხვა ციფრული პლატფორმების სტატისტიკა და ტელემაყურებელთა რაოდენობა).

ფინალის ფეისბუქლაივის მსვლელობისას მაყურებელთა რაოდენობამ 38 ათასს გადააჭარბა, ანალოგიურმა მაჩვენებელმა იუთუბლაივზე თითქმის 30 ათასი შეადგინა.

 

სამი სეზონის განმავლობაში „მასტერშეფის“ ოფიციალურ „ფეისბუქზე“ გამომწერთა ოდენობამ 389 ათასს გადააჭარბა, ნახვების ოდენობამ კი 144 მილიონს!

ასევე უპრეცედენტო შედეგები დაფიქსირდა „მასტერშეფის“ youtube არხზე!

სამი სეზონის განმავლობაში არხმა 101 ათასზე მეტი გამომწერი შეიძინა, ჯამური ნახვების ოდენობამ კი 36 მილიონ 700 ათასს გადააჭარბა!

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაყურებელთა უდიდესი უმრავლესობა შოუს ეპიზოდებს დადებით შეფასებას აძლევს! რეაქციების თითქმის 93% მოწონებაა (ე.წ. like).

და რაც მთავარია! ძალიან მალე „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონი დაიწყება! 

მასტერშეფი