მასტერლიგის გამარჯვებულები ცნობილია - კაცების ჩემპიონი „ინტერსპორტია“, გოგონებში ხაშურელებმა იმარჯვეს
მასტერლიგის გამარჯვებულები ცნობილია - კაცების ჩემპიონი „ინტერსპორტია“, გოგონებში ხაშურელებმა იმარჯვეს

მასტერლიგაში (7-7-ზე ფეხბურთი, რომელიც ფეხბურთის მასობრიობისა და პოპულარიზაციის მიზნით დაფუძნდა) საქართველოს ქალთა და ვაჟთა ჩემპიონები გაირკვა.

ფინალურ შეხვედრებს საგარეჯოში, სოფელ კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ სტადიონმა უმასპინძლა. აღმოსავლეთ საქართველოს გამარჯვებულმა ხაშურის ქალთა გუნდმა „ივერიამ“ დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულს, „თერჯოლას“ შანსი არ დაუტოვა და 8:0 დაამარცხა.

ვაჟების ფინალში აღმოსავლეთ საქართველოში უძლიერესი „ინტერსპორტი“ დასავლეთის ჩემპიონს, „რიო ბათუმს“ შეხვდა, 7:5 დაამარცხა და საქართველოს მასტერთასის გამარჯვებული გახდა.

საინტერესოა, რომ მასტერლიგის ადმინისტრაციის ცნობით, წლევანდელ გათამაშებაში რეკორდული რაოდენობის გუნდი და ფეხბურთელი მონაწილეობდა – 30 გოგონების და 623 ვაჟების გუნდი და 15 ათასამდე მოთამაშე.