მასშტაბური ტურისტული ბაზრობა „აითიბი“ კორონავირუსის გამო გადაიდო
მასშტაბური ტურისტული ბაზრობა „აითიბი“ კორონავირუსის გამო გადაიდო

54-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, გერმანიაში ტურისტული ბაზრობა „აითიბი“ გადაიდო. მსოფლიო ყველაზე დიდი ტურისტული ბაზრობის გამართვაზე ორგანიზატორებმა უარი კორონავირუსის გამო თქვეს. შესაბამისი ინფორმაცია ღონისძიების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ტურისტული ბაზრობა 4-8 მარტს ბერლინში უნდა გამართულიყო. იგეგმებოდა, რომ ბაზრობაზე ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებულ ათასობით კომპანიას უნდა მიეღო მონაწილეობა.

„აითიბის“ ორგანიზატორები ბოლო მომენტამდე აცხადებდნენ, რომ ღონისძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ბერლინის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ბაზრობის მონაწილეებისათვის მოთხოვნები გაამკაცრეს. მათ უნდა წარედგინათ საბუთი, რომ უკანასკნელ პერიოდში არ იმყოფებოდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ირანი, იტალია და სამხრეთ კორეა. ამასთან, მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებთანაც არ ჰქონდათ კონტაქტები. როგორც ბაზრობის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ასეთი მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია.

„აითიბის“ გამოფენის მასპინძელი 2022 წელს საქართველო უნდა იყოს.