მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლი ამოიყვანეს [ვიდეო]

11:01, 29.10.2018

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს.

უწყების ცნობით, 21 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. BMW-ს მარკის ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა.

მსგავსი