მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა, მდინარე მტკვარში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

ამასთან, მაშველებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს ახალგაზრდა ქალის ცხედარიც. უწყებაში დაადასტურეს, რომ ის „ბაუჰაუს“ ბარის თანამშრომელი იყო.

შეგახსენებთ, თბილისში მდებარე „ბაუჰაუს“ ბარიდან ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში 15 აგვისტოს შევიდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.