მარუან ფელაინი კორონავირუსისგან განიკურნა
მარუან ფელაინი კორონავირუსისგან განიკურნა

ჩინური კლუბის „შანიდუნ ლუნენის“ ბელგიელი ნახევარმცველი კორონავირუსისგან განიკურნა, – იუწყება AFP.

მარუან ფელაინმა საავადმყოფო სამი კვირის შემდეგ, დღეს, 14 აპრილს დატოვა.

ბელგიელი ფეხბურთელი კორონავირუსით ჩინეთში დაავადდა და მკურნალობის კურსსაც ამ ქვეყანაში გადიოდა.

განკურნების მიუხედავად, მარუან ფელაინი ვალდებულია, რომ ორი კვირის განმავლობაში კარანტინის წესები დაიცვას.

32 წლის ფელაინი ჩინეთის სუპერლიგის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.