მარტვილის „მერანში“ ახალწვეულები ჰყავთ
მარტვილის „მერანში“ ახალწვეულები ჰყავთ

მარტვილის „მერანში“ ახალი ფეხბურთელი დაიმატეს. ლიგა2-ის გუნდის ახალწვეული თურალ რზაიევია.

26 წლის ნახევარმცველი აზერბაიჯანელია – ის 2016-2018 წლებში აზერბაიჯანის პრემიერლიგის „კაპაზში” ასპარეზობდა, ხოლო 2018-2019 წელს ლიეტუვაში, „იონავას” ღირსებას იცავდა.

ახალწვეულმა „მერანში” უკვე საკონტროლო მატჩიც ჩაატარა. მარტვილელებმა ხობის „კოლხეთი” მიიღეს და 5:0 დაამარცხეს. მანამდე „მერანში” 24 წლის ნახევარმცველი, ვაჟა ქიქავა დაიმატეს, რომელიც ბოლოს საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას” ღირსებას იცავდა.