მარტვილის „მერანი“ შეიკრიბა - გუნდს ფაცაცია დაუბრუნდა #1TVSPORT
მარტვილის „მერანი“ შეიკრიბა - გუნდს ფაცაცია დაუბრუნდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში ათდღიანი შესვენების შემდეგ, მარტვილის „მერანი“ მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე შეიკრიბა და ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებისთვის მზადებას შეუდგა.

ცოტნე მონიავას გუნდი ჩემპიონატის განახლებამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. „მერანი“ 24 ივლისს ფოთის „კოლხეთი 1913“-ს, 29 ივლისს კი ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლებს.

ცნობილი გახდა, რომ ცოტნე ფაცაცია მოედანს დაუბრუნდა. ტრავმით გამოწვეული სამთვიანი პაუზის შემდეგ 21 წლის ფეხბურთელმა ინდივიდუალურად პირველად ივარჯიშა.

რაც შეეხება ეროვნულ ლიგა 2-ს, ჩემპიონატი 6 აგვისტოს განახლდება და მარტვილის „მერანი“ სტუმრად „რუსთავს“ დაუპირისპირდება.