მარტვილელებმა „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი დაიმატეს - სატრანსფერების სეზონი გაიხსნა
ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნებულმა მარტვილის „მერანმა“ ტრანსფერების განხორციელება დაიწყო. გუნდის პირველი ახალწვეული ვანო წილოსანი გახდა.
24 წლის ფეხბურთელი ამპლუით თავდამსხმელია და ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში. რაც შეეხება მის საფეხბურთო კარიერას, წილოსანის პირველი გუნდი ლანჩხუთის „გურია“ გახლდათ. 2010 წლიდან 2016 წლამდე თბილისის „დინამოში“ ირიცხებოდა, 2016 წელს ქუთაისის ტორპედოში ასპარეზობდა. 2017 წელს თურქეთის III ლიგის კლუბ „ქეფეზ ბელედიესფორში“ ჩაირიცხა, 2019 წლის სეზონის დასაწყისში ლანჩხუთის „გურიაში“ იყო, სეზონის ბოლოს კი ჩოხატაურის „ბახმაროს“ ღირსებას იცავდა.
წილოსანი ვასილ მაისურაძის ფორმაციის საქართველოს ასაკობრივი (U17, U19) ნაკრებების წევრიც და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ.