მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ლიონელ მესი არგენტინის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს #1TVSPORT
მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ლიონელ მესი არგენტინის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მარტის მატჩებისთვის ეროვნული გუნდის 33-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით არგენტინის ნაკრების ურუგვაისა და ბრაზილიას შეხვდება. გუნდის შემადგენლობაში მოხვდა 37 წლის ლიონელ მესიც.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ურუგვაის 22 მარტს სტუმრად შეხვდება, ხოლო სამხრეთამერიკული სანაკრებო ფეხბურთის მთავარ მატჩში ბრაზილიას 26 მარტს უმასპინძლებს.

ამ მომენტისთვის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის კონმებოლის ზონას არგენტინა 25 ქულით ლიდერობს. მეორეზე 20 ქულით ურუგვაია, ხოლო ბრაზილია მესამე ადგილზე 18 ქულით იმყოფება.

10 სამხრეთამერიკული გუნდიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგის მქონე ექვსი ნაკრები პირდაპირ მოხვდება, ხოლო მეშვიდე ადგილზე გასული პლეი ოფში ითამაშებს.