„ფიორენტინას“ ურუგვაელ მცველს კორონავირუსი დაუდასტურდა, – იუწყება Football Italia.
შეგახსენებთ, რომ კოვიდ19-ით ინფიცირებულია „ფიორენტინას“ ექვსი წარმომადგენელი – სამი ფეხბურთელი და სამიც კლუბის თანამშრომელი, თუმცა კასერესისგან განსხვავებით მათი ვინაობა უცნობია.
„ფიორენტინას“ გარდა კორონავირუსი დაუდასტურდა „მილანისა“ და „სამპდორიას“ რამდენიმე წარმომადგენელს.