მარტა კოსი – პეტერ მადიარის მიერ უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ უნგრეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გამოცხადება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ პროგრესს გზას უხსნის
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ უნგრეთსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება უკრაინას გზას უხსნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში.
„პრემიერ-მინისტრ მადიარის მიერ უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ უნგრეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გამოცხადება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ პროგრესს გზას უხსნის. ეს წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის სამუშაოები განაგრძონ“, – წერს კოსი სოციალურ ქსელში.
ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა და მოლდოვა უკვე ასრულებენ წევრი სახელმწიფოების მიერ დადგენილ კანონის უზენაესობის მოთხოვნებს.
„ახლა დროა, დავაჩქაროთ მათი გზა ევროკავშირის წევრობისკენ“, – წერს მარტა კოსი.
ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უკრაინასთან შეთანხმებას მიაღწია უნგრული ეროვნული უმცირესობის უფლებების შესახებ.
Prime Minister Magyar’s announcement of the agreement between Hungary and Ukraine to advance minority rights, opens the way for progress on the EU accession path of Ukraine.
This will allow Member States to take forward the work on opening the first negotiation cluster with…
— Marta Kos (@MartaKosEU) June 3, 2026