პეტერ მადიარი – ჩვენ მივაღწიეთ ყოვლისმომცველ შეთანხმებას უკრაინასთან იმიერკარპატების ოლქში მცხოვრები უნგრული უმცირესობის უფლებების გაფართოების შესახებ

23:01, 03.06.2026

ჩვენ მივაღწიეთ ყოვლისმომცველ შეთანხმებას უკრაინასთან იმიერკარპატების ოლქში მცხოვრები ასიათასიანი უნგრული უმცირესობის ენის, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გაფართოების შესახებ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.

მისი თქმით, მისმა მთავრობამ „სამ კვირაში“ მიაღწია იმას, რაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს და მის გუნდს „ათი წლის განმავლობაში არ გამოუვიდა“.

როგორც მადიარმა აღნიშნა, შეთანხმება რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგია.

„უკრაინის მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ უახლოეს მომავალში შეასრულებს შეთანხმებულ ღონისძიებებს და ამას კანონმდებლობაში ასახავს“, – აღნიშნა მადიარმა.

მადიარის განცხადებით, ეს ვალდებულებები აისახება ევროკავშირთან მიმართებით უკრაინის სამოქმედო გეგმაში.

„ეს თუ მოხდება, უნგრეთის მთავრობა მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას“, – განაცხადა პეტერ მადიარმა.

მსგავსი