მარსელში საცხოვრებელი სახლების ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
მარსელში საცხოვრებელი სახლების ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებში მამაკაცის ცხედარს მიაგნეს. ამჟამად მისი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
საფრანგეთის ქალაქ მარსელში სამი საცხოვრებელი შენობა 5 ნოემბერს ჩამოინგრა. ერთ-ერთი მათგანი ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ბოლო რამდენიმე წელი დაცლილი იყო. თუმცა, ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობას, რომ ჩამონგრევის მომენტში შენობაში შესაძლოა, ადამიანები იმყოფებოდნენ. რადგან მოსახლეობისგან დაცლილ ავარიულ შენობაში თივთნებურად შესახლებული პირები ცხოვრობდნენ.