მაროკოში სარკინიგზო ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე ათეული კი, დაშავდა. Morocco World News-ის ინფორმაციით, ავარია ქვეყნის დედაქალაქ რაბათსა და ქალაქ კენიტრას შორის მოხდა.
ავარიის შედეგად მატარებლის გამცილებლისა და რამდენიმე მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ცნობით, ერთი მატარებელი მეორეს შეეჯახა და ლიანდაგიდან გადავიდა.