მარნეულში, ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს [ფოტო]
მარნეულში, ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
რაიან და ლორა სმიტების საცხოვრებელ სახლთან ახლობლები, მეგობრები, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ სახლის შესასვლელთან ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს.
ოჯახის მეგობრები ფეხით იმ სკვერშიც მივიდნენ, სადაც სმიტების ოჯახი ბავშვებისთვის ატრაქციონების უფასოდ მოწყობას გეგმავდა.



