მარნეულის ყოფილი მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით პროკურატურამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
პროცესი რუსთავის სასამართლოში 17:30 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურა თემურ აბაზოვისთვის სავარაუდოდ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
მარნეულის ყოფილ მერ თემურ აბაზოვს ბრალი დღეს წარუდგინეს.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გუშინ ბრალდებულად დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.