მარკუს რეშფორდის და „მის ინგლისის“ ფინალისტი გახდა
მარკუს რეშფორდის და „მის ინგლისის“ ფინალისტი გახდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდ მარკუს რეშფორდის და, ტამარა რეშფორდი, სილამაზის კონკურს „მის ინგლისის“ ფინალში გავიდა, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „სანმა“ (The Sun).

22 წლის გოგონამ მკაცრი შერჩევა გაიარა – 20 ათასზე მეტ პრეტენდენტს შორის 54 საუკეთესოში მოხვდა. „მის ინგლისის“ ფინალი ნიუკასლში 1 აგვისტოს გაიმართება.

ტამარა – მარკუსის ნახევარდაა. ისინი მამით არიან და-ძმა.

21 წლის რეშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016 წლიდან თამაშობს. 2018-2019 წლების სეზონზე მან 47 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა განახორციელა.