„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რეშფორდთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რეშფორდთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამოაცხადა კონტრატის გაგრძელების შესახებ ფორვარდ მარკუს რეშფორდთან.

25 წლის ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში რეშფორდმა 359 მატჩი ჩაატარა და 123 გოლი გაიტანა. 2022-23 წლების სეზონში მან სერ მეტ ბასბის პრიზი მოიპოვა, როგორც კლუბის საუკეთესო ფეხბურთელმა გულშემატკივართა ხმის მიცემის შედეგად.