რეშფორდს ევრო 2024-ის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT
რეშფორდს ევრო 2024-ის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT

მარკუს რეშფორდი შეიძლება ვერ გაემგზავროს ევრო 2024-ზე.

როგორც გაზეთი The Telegraph-ი წერს, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუტგეიტი ვერ მოიხიბლა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის თამაშით და ვერ აძლევს მას ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრის გარანტიას. იმისთვის, რომ დაიმსახუროს ევრო 2024-ზე მოხვედრა, რეშფორდს დასჭირდება კარგი ფორმის დემონსტრირება სეზონის დარჩენილ მატჩებში.

მოქმედი წესების თანახმად, ევრო 2024-ის განაცხადში შესაძლებელია 23 ფეხბურთელის შეყვანა, მაგრამ ზოგიერთი ნაკრების მწვრთნელი ითხოვს განაცხადის 26 ფეხბურთელამდე გაზრდას.

ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში რეშფორდმა მინდორზე 15 წუთი გაატარა – ის შეცვლაზე შევიდა ბრაზილიასთან მატჩში. ამ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.