მარკუს რეშფორდი - დაუჯერებელია, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს სამზარეულოდან ველაპარაკები [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა ინტერაქციული შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან, – იტყობინება ВВС. კონტაქტი Zoom-ის საშუალებით დამყარდა. ფეხბურთელმა და პოლიტიკოსმა განიხილეს ახალგაზრდა ადამიანების გავლენა საზოგადოებაზე.
„ბევრი ახალგაზრდა ადამიანი, რომლებსაც მე ვხვდები და მათ შორისაა მარკუსი, მისწრებენ მე, როცა 23 წლის ვიყავი. ისინი უკვე რაღაცას ცვლიან და დადებითად ზემოქმედებენ ჩვენს საზოგადოებაზე“, – თქვა ობამამ.
რეშფორდის თქმით, მისთვის სრულიად დაუჯერებელია სამზარეულოდან დისკუსიის გამართვა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტთან.
„მაგრამ მან მაშინვე მაიძულა თავისუფლად მეგრძნო თავი. ძალიან მალე გავაცნობიერე, რამდენად ემთხვეოდა ერთმანეთს ჩვენი საბავშვო გამოცდილება: უბედურება, წინაღობები და ა. შ. გულწრფელად ვტკბებოდი ყოველი წუთით. როცა პრეზიდენტი ობამა ლაპარაკობს, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ – უსმინო მას“, – გააზიარა თავისი შთაბეჭდილებები რეშფორდმა.
გასულ სეზონში რეშფორდმა 57 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, ინგლისელმა ფეხბურთელმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილით, როცა კორონავირუსით დაზარალებულ ბავშვებს ეხმარებოდა.