მარკუს რეშფორდი „ბარნლის“ დამარცხების შემდეგ ავტოავარიაში მოხვდა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რეშფორდი საავტომობილო ავარიაში მოხვდა, – იტყობინება გაზეთი The Sun-ი.
25 წლის ინგლისელი პრემიერლიგის მე-6 ტურში „ბარნლისთან“ მოგების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ საწვრთნელი ბაზიდან ბრუნდებოდა. ის საკუთარი Rolls Royce-ის (ღირებულება 700 ათასი ფუნტი) საჭესთან იჯდა. იტყობინებიან, რომ ფეხბურთელს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
მიმდინარე სეზონში რეშფორდმა ყველა ტურნირზე ექვს მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.