მარკოიშვილის 14 ქულა და „რეჯიო ემილიას“ გამარჯვება სერია „ა“-ს ლიდერთან
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-16-ე ტურში, მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯიო ემილიამ“ საკუთარ დარბაზში გათამაშების ლიდერი „აველინო“ მიიღო და შედეგიან შეხვედრაში, ანგარიშით 89-86 დაამარცხა. ამ წარმატებაში საკუთარი, 14 ქულიანი წვლილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეიტანა.
მანუჩარ მარკოიშვილმა 7-დან ოთხი ორქულიანი, 5-დან ერთი სამქულიანი და 4-დან სამი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. 14 ქულასთან ერთად, მარკოიშვილმა 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრაც გაიფორმა. მასპინძელთა შორის, 19 ქულით, საუკეთესო იტალიის ნაკრების წევრი, ამადეო დელა ვალე გახლდათ.
ამ გამარჯვების შემდეგ, რეჯიო კალაბრიელები სატურნირო ცხრილში 11-ე ადგილზე იმყოფებიან. მასიმილიანო მენეტის გუნდი 27 იანვარს სტუმრად „პესაროს“ შეხვდება.