მარკო ვერატი ევროპაში ბრუნდება - იტალიელით „ბარსელონა“ ინტერესდება #1TVSPORT
ახლო აღმოსავლეთში ერთწლიანი კარიერის შემდეგ, იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მარკო ვერატი ახლოს არის ევროპაში დაბრუნებასთან.
როგორც გამოცემა Diario Sport წერს, 31 წლის იტალიელით დაინტერესებულია „ბარსელონა“, რომელიც ვერატის მაშინაც იწვევდა თავის რიგებში, როცა ის „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა.
დღეს ვერატი ყატარის „ალ-არაბიში“ თამაშობს, რომელიც არ აპირებს იტალიელი ნახევარმცველის იოლად დათმობას, რადგან მისი გადაბირება დიდ ძალისხმევად და 45 მილიონ ევროდ დაუჯდა.
ამ სეზონში ყატარის ჩემპიონატის 16 მატჩში ვერატიმ შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.