მარკო ვან ბასტენი - ცუდი მწვრთნელი ვიყავი, ეს პროფესია ჯანმრთელობისთვის საზიანოა
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა აღნიშნა, რომ არ ნანობს სამწვრთნელო კარიერის შეწყვეტას.
„მე ცუდი მწვრთნელი ვარ. მწვრთნელის რანგში წაგება იმდენად მტკივნეულია, რომ ამით ცხოვრება არ შემეძლო. როგორც მწვრთნელი, ჩემი ფეხბურთელების მიმართ პოზიტიურად უნდა ვყოფილიყავი განწყობილი – ისე, როგორც მამა არის თავისი შვილების მიმართ, მე კი ეს არ გამომდიოდა. ეს პროფესია ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
როცა ასისტენტი გავხდი, ამ რანგში ჭკვიანი და გულისხმიერი გავხდი. მოთმინებაც მქონდა. მთავარი მწვრთნელის რანგში კი სრულიად საპირისპირო პიროვნება ვიყავი. სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ეს სამუშაო მივატოვე. ახლა სხვა საქმეებით ვარ დაკავებული და თავს გაცილებით თავისუფლად ვგრძნობ. ბიზნესს ვმართავ და ტელევიზიაში ვმუშაობ, ფეხბურთზე ვლაპარაკობ. მყავს ოჯახი და უკვე ორი შვილიშვილი. ისინი ყველანი ჯანმრთელნი არიან. ასე რომ, ცხოვრებით ვტკბები”, – თქვა ვან ბასტენმა.
ლეგენდის სამწვრთნელო კარიერა მოიცავს ნიდერლანდების ნაკრებს, „აიაქსს“, „ჰერენვეენსა“ და „არიზონას“.