მარკო რუბიო – უახლოეს რამდენიმე კვირაში იხილავთ კონკრეტულ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს, გაირკვეს, შევძლებთ თუ არა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების განახლებას და ამ ომის დასრულებას

11:35, 01.08.2026

უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში იხილავთ კონკრეტულ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს გარკვევას, შევძლებთ თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებას და ამ ომის დასრულებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ფიქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატიური ძალისხმევა უახლოეს პერიოდში გააქტიურდება, რომლის მიზანიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა.

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პროცესის წარმატება გარანტირებული არ არის.

„გვესმის ისიც, რომ ორივე მხარეს საკმაოდ მკაფიო „წითელი ხაზები“ აქვს. ვიდრე ამ „წითელი ხაზების“ გარკვეულწილად დაახლოებას ვერ შევძლებთ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ“, – აღნიშნა რუბიომ.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები – სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი, სავარაუდოდ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში კიევს ეწვევიან.

მსგავსი