მარკო რუბიო – ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში, ჩვენი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა, ირანმა არ უნდა დაუმიზნოს აშშ-ის ინტერესებს ან პერსონალს
ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს ღამით ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი ქმედება განახორციელა. ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა. ისრაელმა გვაცნობა, რომ, მათი აზრით, ეს ქმედება აუცილებელი იყო თავდაცვისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა და ადმინისტრაციამ გადადგეს ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენი ძალების დასაცავად და მჭიდრო კონტაქტში რჩებიან ჩვენს პარტნიორებთან. მინდა, ნათლად განვაცხადო: ირანმა არ უნდა დაუმიზნოს აშშ-ის ინტერესებს ან პერსონალს“, – აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.