მარკიზიო – რონალდო ჩემპიონთა ლიგის მოგების გარანტი არ არის

13:45, 20.04.2019

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ კორიერე დელა სერასთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა და ბებერი ქალბატონის ტურნირიდან გავარდნას გამოეხმაურა.

„იუვენტუსისგან, როგორც ყოველთვის, დიდი მოლოდინი იყო. რონალდოსთან ერთად გუნდის პოტენციალი, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალია, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მოგების გარანტი არ არის“ – განაცხადა მარკიზიომ.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგიდან აიაქსმა გამოთიშა.

მსგავსი