ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ კორიერე დელა სერასთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა და ბებერი ქალბატონის ტურნირიდან გავარდნას გამოეხმაურა.
„იუვენტუსისგან, როგორც ყოველთვის, დიდი მოლოდინი იყო. რონალდოსთან ერთად გუნდის პოტენციალი, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალია, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მოგების გარანტი არ არის“ – განაცხადა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგიდან აიაქსმა გამოთიშა.