„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ როდრიგოს შეატყობინა, რომ გუნდს დატოვებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ როდრიგო გოესს აცნობა, რომ მისი კარიერა კლუბში დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელები აქტიურად მუშაობენ, რათა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულში განხორციელდეს.
24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენა ევროპის რამდენიმე გრანდს სურს, თუმცა „რეალს“ ჯერ ოფიციალური წინადადება არ მიუღია.
როდრიგო გოესი მადრიდის „რეალს“ 2019 წელს შეუერთდა. მას შემდეგ მან გუნდის მაისურით 270 მატჩი ჩაატარა და 68 გოლი გაიტანა. 2022 და 2024 წლებში ესპანური გუნდის რიგებში ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.