ჰოლანდიის ერედივიზიონის მეორე გუნდის, ეინდჰოვენის მთავარი მწვრთნელი მარკ ვან ბომელი განიხილება მიუნხენის ბაიერნში ხორვატი სპეციალისტის, ნიკო კოვაჩის სავარაუდო შემცვლელად. ამის შესახებ დაწერა გერმანულმა გამოცემა ბილდმა.
„ვან ბომელი ახლოს არის თავის ყოფილ კლუბში დაბრუნებასთან. ამჯერად, მწვრთნელის რანგში“, – იტყობინება გაზეთი.
მარკ ვან ბომელი მიუნხენური კლუბის ღირსებას 2006-2011 წლებში იცავდა. ბაიერნში ჰოლანდიელი ნახევარმცველი ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ამდენჯერვე ქვეყნის თასის მფლობელი.
წლევანდელ სეზონში ვან ბომელის გაწვრთნილი ეინდჰოვენი ჰოლანდიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.