მარკ რუტე - აშშ-ის პრეზიდენტს გრენლანდიასა და არქტიკაში უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით ვესაუბრე, გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას
მარკ რუტე - აშშ-ის პრეზიდენტს გრენლანდიასა და არქტიკაში უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით ვესაუბრე, გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე გრენლანდიის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მარკ რუტემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც დონალდ ტრამპი გრენლანდიასთან დაკავშირებით მისი გეგმის მოწინააღმდეგე ევროპულ ქვეყნებს ტარიფების დაწესებით დაემუქრა.

„აშშ-ის პრეზიდენტს გრენლანდიასა და არქტიკაში უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით ვესაუბრე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას დავოსში ამ კვირის ბოლოს“, – წერს მარკ რუტე სოციალურ ქსელში.