მარკ კარნი - ჩვენ ვაგრძელებთ აშშ-თან კომპლექსურ მოლაპარაკებებს კანადელების ინტერესებიდან გამომდინარე
კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებები გრძელდება. აღნიშნული კომენტარი კარნიმ ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებეის შეწყვეტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩვენ განვაგრძობთ ამ კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოებას კანადელების ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა კარნიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებების შეწყვეტის მიზეზი კანადის მხრიდან ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ციფრული სერვისების გადასახადის შემოღებაა. მისივე თქმით, კანადას ტარიფს შვიდი დღის განმავლობაში შეატყობინებენ.