„დორტმუნდის“ ნახევარმცველი მარიო გიოტცე, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატში გადავიდეს სათამაშოდ.
28 წლის გერმანელის მიმართ დაინტერესებას „ატლეტიკო“ გამოთქვამს. მადრიდული კლუბი მზად არის გიოტცეს წელიწადში ორი მილიონი ევრო გადაუხადოს, რითაც ფეხბურთელის ხელფასი ხუთჯერ შემცირდება. თუმცა, გიოტცეს კონტრაქტი „დორტმუნდთან“ ამ სეზონის შემდეგ იწურება და გერმანული კლუბი არ აპირებს მის გახანგრძლივებას.
მიმდინარე სეზონში გიოტცემ 20 მატჩი ჩაატარა „დორტმუნდის“ რიგებში და სამი გოლი გაიტანა.