მარიო ჟარდელმა ფეხბურთელობისას ნარკოტიკების მოხმარება აღიარა
„პორტუს“ ყოფილმა ფორვარდმა მარიო ჟარდელმა აღიარა, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის დროს ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.
„ნარკოტიკების სამყაროში ცნობისმოყვარეობით მოვხდი. ეს ევროპაში თამაშისას მოხდა. შევხვდი რამდენიმე ადამიანს და მათ შემომთავაზეს გასინჯვა. დავიწყე ნარკოტიკების რეგულარულად მოხმარება, ოღონდ ეს ხდებოდა სეზონებს შორის შესვენებისას, რადგან სეზონის დროს დოპინგ-კონტროლის გავლა გვიწევდა.
ფეხბურთის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ თქვენ გაქვთ ფული და წინ გხვდებიათ ბევრი ხაფანგი და ცდუნება. დღეს მე თავისუფალი ვარ ნარკოტიკებისგან, მეუღლე დამეხმარა ამაში. მინდა, ჩემს შვილებს კარგი კუთხით ვაჩვენო საკუთარი თავი, დაკავებული ვარ სოციალური პროგრამით, რათა ახალგაზრდა ადამიანებმა არ გაიმეორონ ის შეცდომები, რომელიც მე დავუშვი“, – განაცხადა ჟარდელმა „მარკასთან“ კომენტარში.
ჟარდელმა კარიერის განმავლობაში ოცამდე კლუბი გამოიცვალა. 43 წლის ბრაზილიელმა ევროპაში ყველაზე დიდ წარმატებას „პორტუში“ მიაღწია, რომელშიც სამჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი, აგრეთვე „გალათასარაიში“, რომელთან ერთადაც 2000 წელს უეფას სუპერთასი მოიგო.
1995 წელს, ბრაზილიური „გრემიოს“ შემადგენლობაში, ის ლიბერტადორესის თასს დაეუფლა.
ბრაზილიის ნაკრებში ჟარდელმა 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.